ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის ომმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი გამოიწვია. მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულები რჩებიან.ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მადრიდის სამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რომელიმე ქვეყნისთვის, ნატო იცავს საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიის მიზნებს და მზად არის დაიცვას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.ალიანსის წევრები უმკაცრესად გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის, ასევე ნატო პირდაპირ საფრთხედ განიხილავს ტერორიზმს, კიბერ და ჰიბრიდულ საფრთხეებს. დეკლარაციაში ნახსენებია საქართველოც.