ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში უმაღლეს საბჭოს

29 ივნისი 2022, 17:23 750 ნახვა

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ტურისტული პროდუქტებისა და შიდა ტურიზმის განვითარება - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ამ და სხვა პრიორიტეტებზე დეპარტამენტის ხელმძღვანელი დღეს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს ესაუბრა. აჭარის უმაღლესი საბჭოს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს თინა ზოიძემ უწყების გასული წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბრა. დეტალურად ისაუბრა იმ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ,პროდუქტებზე, რომლებიც ტურიზმის დეპარტამენტმა გასულ წელს მომზადა.  ინფორმაციის გარდა დღეს დეპუტატებეს უჩვენებს ვიდეო-რგოლებიც, რომელმაც  რეგიონის მიმართ ტურისტების ინტერისი და აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა უნდა გაზარდოს.   ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიშს დეპუტატების კრიტიკა არ მოჰყოლია. მათ მხოლოდ რეკმენდაციები ჰქონდათ, მათ შორის  ნაციონალური მოძრაობის წევრს გიორგი კირთაძეს, რომელსაც  შენიშვნა ჰქონდა ქალაქის ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, ტურიზმის დეპარტამენტის ანგარიში კომიტეტმა ცნობად უკვე მიიღო. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი