ნატო-ს სამიტი მადრიდში

29 ივნისი 2022, 12:27 651 ნახვა

უკრაინა და საქართველო დასავლეთისგან დღეს მორიგ მხარდაჭერას ელის. სწორედ დღეს უნდა მიიღონ მადრიდში ნატოს სამიტზე კონკრეტული გადაწყვეტილება კიევისა და თბილისისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის მონაწილეები მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდნენ.

პირველად 12 წლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. მადრიდის სამდღიან სამიტზე საქართველოს პრემიერი წარმოადგენს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე საქართველოს პრემიერი ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა მასპინძელი ქვეყნის, ესპანეთის მეფემ. ნატოს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი