26 მაისის ქუჩის ტრაგედიის სასამართლო პროცესი

28 ივნისი 2022, 19:30 1224 ნახვა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებული  ბინის მეპატრონე მომხდარზე პასუხისმგებლობას მის მიერ დაქირავებულ  ზედამხედველს აკისრებს. სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ზაურ ბუდაგოვმა დღეს თქვა, რომ პირველ სართულზე  ორივე ბინის სარემონტო სამუშაოები მალხაზ გოჩაძეს ჩააბარა, რომელიც მისივე თქმით, კომპეტენტური იყო ამ საქმეში და სამუშაოებზე პასუხისმგებლობა სწორედ მან აიღო. ზაურ ბუდაგოვის ინფორმაციით, მუშებიც მალხაზ გოჩაძემ დაიქირავა და სარემონტო  სამუშაოებსაც უშუალოდ ის ასრულებდა. მეტიც, ბუდაგოვი ირწმუნება, რომ ის კედელი, რომელზეც ექსპერტები მიუთითებენ, რომ საყრდენი კედელი  იყო,  თავად მალხაზ გოჩაძემ მოშალა. მალხაზ გოჩაძე წინა სხდომაზე  პროკურატურის მოწმის სახით დაიკითხა და მან ეს ბრალდებები უარყო.ზაურ ბუდაგოვის აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მიაწოდა, თუმცა რამინ პაპიძის განცხადებით,  გამოძიებამ ეს ინფორმაცია დააიგნორა. პროკურატურა მომხდარში ორი მუშის და ბინის მესაკუთრის ბრალეულობას ხედავს და განმარტავს, რომ  სწორედ ბინის მესაკუთრე იყო ვალდებული  მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს  შრომითი უსაფრთხოების წესები დაეცვა და აეღო შესაბამისი  ნებართვა საჯარო დაწესებულებიდან. სასამართლოს დღეს კიდევ ორი ბრალდებულისთვის უნდა მოესმინა, თუმცა    ბრალდებული ჰუსეინ სურმანიძე შეუძლოდ გახდა და სხდომა 30 ივნისისთვის გადაიდო.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში