ბათუმის პორტში 2 დღის წინ შემოსული გემი დღეს ისევ შეფასებების თემა იყო. პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ ტანკერზე რუსული სანქცირებული კომპანიის "როსნეფტის" ტვირთი იყო მოთავსებული და ხელისუფლება ცდილობს სანქცირებულ ტვირთებს საბუთები და წარმომავლობა ხელოვნურად შეუცვალოს. ბრალდებებს აბსურდული კიდევ ერთხელ უწოდეს მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გემის შემოსვლის პროცედურები კიდევ ერთხელ განმარტა,რომ გემი არ იყო სანქცირებული და შევიდა პორტში. მეორე ეტაპზე კი, როდესაც მოხდა შემოწმება, აღმოჩნდა კიდეც, რომ იყო სანქცირებული და გემი გაბრუნდა უკან. ასევე, გუშინვე შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ პორტში თურქეთის დროშით მცურავი გემი შემოვიდა, რომლის მფლობელი და არც გემი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში.