განცხადებები მთავრობის სხდომაზე

28 ივნისი 2022, 18:12 797 ნახვა

უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ქვეპროგრამის კრიტერიუმები“ ეს იყო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელზეც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა იმსჯელეს.რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის  განცხადებით, პროგრამა 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. ნინო ნიჟარაძემ იმ ძირითად კრიტერიუმებზე ისაუბრა, რომლებიც   ბენეფიციარებმა უნდა დააკმაყოფილონ.  პროგრამაში ჩართული თითოეული მოქალაქე 10 000 ლარით დაფინანსდება.  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგის ფორმატში სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა რამდენიმე საკითხზე გააკეთა განცახდება. ითქვა, რომ ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა  და კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა  უკვე  დასრულდა  და  პროექტს მალე  ბათუმის საკრებულო განიხილავს. საუბარი შეეხო ასევე,  ახალი სკოლების მშენებლობას. ბათუმის მერმა კი ავარიულ სახლებთან მიმართებაში დაგეგმილ პროექტზე  გაამხვილა ყურადღება. არჩილ ჩიქოვანის თქმით,  ბათუმის  მერია  სრულად განაახლებს შპს ბათუმის ავტოტრანსპორტის პარკს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კი ტურისტული სეზონის მიმდინარეობა შეაფასა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი