ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. დელეგაციის წევრები საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
ისაუბრეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობაზე, საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და მიმართულებაზე, ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში ნატო-ს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს.