საქართველო, ფაქტობრივად სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, მთავრობას მადრიდის სამიტის მიმართ მოლოდინები აქვს, რომ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება საქართველოს მიმართ.
პაპუაშვილის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკლევი და გეგმა მოგვეცეს.
„ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს, სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით თავსებადია. საქართველო იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის ავღანეთში. ამ მხრივ საქართველო ამტკიცებს, რომ ისე, რომ არ არის ნატო-ს წევრი თავისი ქცევით, იმავე პასუხისმგებლობას იღებს, რომელსაც იღებენ ნატო-ს წევრი ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოლოდინები გვაქვს მადრიდის სამიტის მიმართ, რომ იქნება უფრო მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატო-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.