ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა

28 ივნისი 2022, 11:05 727 ნახვა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება"- აცხადებენ დეპარტამენტში.

26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი