ი.ჭავჭავაძის სახელობის თეატრის გასტროლები

27 ივნისი 2022, 19:12 1275 ნახვა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის პროფესიული დრამატული თეატრი მალტის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე „EUROART 2022“ გაემგზავრა. ევროპის კულტურის კვირეულის ფარგლებში დრამატული თეატრის მსახიობები 1-ელ ივლისს რეჟისორ ანდრო ენუქიძის სპექტაკლით „სინდრომი ანი ვის უგალობ ვისაო „ წარსდგება მაყურებლის წინაშე. ქართული კულტურის კვირეულის ფარგლებში  ასევე დაგეგმილია თეატრის, კინოს, ფოლკლორისა და  კლასიკური მუსიკის ნიმუშების წარდგენა.  ფესტივალში ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები  მიიღებენ მონაწილეობას.  ფესტივალი ხვალ,  28 ივნისს დაიწყება და 5 ივლისს დასრულდება.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი