მიხეილ ჩინჩალაძე ისევ თბლისის სააპელაციო სასამართლოს ხელმძღვანელი იქნება

27 ივნისი 2022, 19:11 874 ნახვა

მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით აირჩია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. კონსულტაციაში მონაწილეობა 53-მა მოსამართლემ მიიღოო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე იუსტიციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი განაცხადი მიხეილ ჩინჩალაძის მიერ, რომელიც ამავე თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა და  ხუთწლიანი მუშაობის ვადა ამოეწურა. დღეს გამართულ საბჭოს სხდომას ყოფილი არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ესწრებოდნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გარდა განიხილეს ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი