იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და პროტესტი

27 ივნისი 2022, 18:40 782 ნახვა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გარდა უნდა განიხილონ ზოგიერთი რაიონული(საქალაქო)/სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა/უფლებამოსილების დაკისრება. არასამთავრობო სექტორი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ხელმეორედ, 5 წლის ვადით დანიშნოს მიხეილ ჩინჩალაძე. საბჭოს ესწრებიან ყოფილი არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი