ქობულეთის მერიაში ექვს ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულები მერმა დღეს უწყებაში ოფიციალურად წარადგინა.
კონკურსით მუნიციპალიტეტში ზედამხედველობის და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელები, შიდა აუდიტის სამსახურის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილებაში უფროსი სპეციალისტები შეარჩიეს.
მათგან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ბოლქვაძეა ახალი კადრი, სხვა პირები მერიაში უკვე მუშაობდნენ.