ფქვილის მარაგი და პურის ფასი - ბრიფინგი

27 ივნისი 2022, 12:05 1160 ნახვა

უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ფქვილისა და ხორბლის დეფიციტს? პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში პურის ფქვილის მარაგზე ამ ეტაპზე საშიშროება არ არის, თუმცა ხორბლის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, რის გამოც  წისქვილკომბინატებმა მუშაობა შეაჩერეს. 

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის განცხადებით პურის ფასის გაძვირება არ იგეგმება. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ წარმოებისთვის ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება 50 პროცენტით გაძვირდა, რაც სამომავლოდ პურის ფასზე იქონიებს გავლენას.

ბრიფინგზე ითქვა, რომ გასულ წელთან შედარებით საქართველოში 20 პროცენტით მეტი ხორბლის მოსავალს ელოდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში