წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა პარა-კალათბურთში იასპარეზეს.
პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელ გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის წარმომადგენლებმა მედლები გადასცეს.
მთელი კვირის განმავლობაში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს სპორტის შვიდ სახეობაში გამოცდიან.