სულიკო ჟღენტის სახელობის ქართული კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება

25 ივნისი 2022, 11:00 978 ნახვა

ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის ქართული კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება.  კინოდრამატურგის სახელობის კინო მუზეუმი ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხულოს ქუჩაზე, კერძოდ კი ძველი აბანოების შენობაში გაიხსნება.

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი რამდენჯერმე  გამოცხადდა, თუმცა ვერ შედგა.  

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის კაკო ძნელაძის განცხადებით ახალი მუზეუმის გახსნისთვის ტენდერი კვლავ გამოცხადდება და სამუშაოები წლის ბოლომდე დაიწყება, ძეგლს კი პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება.

ახალი მუზეუმი აჭარის განათლების სამინისტროს დაფინანსებით გაიხსნება. სამუშაოებისთვის დაახლოებით მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში