ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი. დღეს დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვა გაიმართა. დაცვის მხარის მტკიცებით, მათ მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით, სახლის ნგრევა რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. ერთ-ერთ მიზეზად კი უკანონოდ დაშენებულ სართულებს ასახელებენ.პროკურორი კი მიიჩნევს, რომ სახლის ნგრევა მხოლოდ და მხოლოდ მზიდი კედლების გამოღებამ გამოიწვია.