ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხელისუფლება მიღწეული შედეგით კმაყოფილია და კანდიდატის სტატუსის მისაღებად კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აანონსებს, ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მთავრობას აკისრებს. ამ ფონზე არის თუ არა შესაძლებელი 12 რეკომენდაციის შესრულება, მათ შორის როგორ წარმოუდგენიათ მხარეებს პოლარიზაციის დასრულება, დეტალები რეპორტაჟი.