ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და განცხადება თბილისში ვიზიტისას გააკეთა. პიტერ სიიარტომ თქვა, რომ საქართველო იმსახურებდა ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საბჭოს ეს გადაწყვეტილება მისთვის „გაუგებარი“ და „ აუხსნელია „. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული პერსპექტივები იყო.