დავალება მოცემულია, საქართველოს ევროინტეგრაცია ევროკომისიის მიერ გაცემული 12 დათქმის შესრულებაზეა დამოკიდებული. როგორ აპირებს ქართული პოლიტიკური სპექტრი 12 დათქმიდან ერთ-ერთის პოლარიზაციის შემცირებას? დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა, ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ინტერესშია მმართველ ძალებში არ იყოს "გაუთავებელი ჩხუბი და შეურაცხყოფა". როგორ წარმოუდგენიათ პარლამენტის დეპუტატებს 6 თვის განმავლობაში ამ პრობლემის გადაწყვეტა.