საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ გადადგომას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს სრული აბსურდია.
,,რაც შეეხება გადადგომას, რა თქმა უნდა მე არ ვაპირებ. ეს არის სრული აბსურდი. პირიქით, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ყველა ეს პირობა, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა ავიღეთ, შევასრულოთ ბოლომდე.
შეგახსენებთ, რომ შარშან, თებერვალში გავხდი პრემიერ-მინისტრი. მას შემდეგ, ჩვენ, ჩვენმა გუნდმა მოვიგეთ დამსახურებულად არჩევნებში მერვეჯერ და ხალხისგან მივიღე განმტკიცებული მანდატი, რომ ვემსახურო ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ასე, რომ თქვენი შეკითხვა უადგილოა.'' - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.