ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი.
„ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად", - წერს სალომე ზურაბიშვილი,რომელიც ასევე ულოცავს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
„ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ისტორიული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს ერთიანობას და ევროკავშირის და ყველა წევრი სახელმწიფოს ნებას. ჩვენ სამი ასოცირებული წევრი ვართ ერთად ევროპულ გზაზე“,- წერს ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე