ისტორიული დღე და ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯი - ასეთი შეფასებები ისმის სახელისუფლებო პარტიაში ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ფაქტობრივად გაიმეორა ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია.
მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ მზად არიან ყველა რეკომენდაცია შეასრულონ, ოღონდ ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობასაც უსვამენ ხაზს.
რატომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი? ამაზე ოპოზიციის ნაწილს განსხვავებული არგუმენტები აქვს და ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ევროპის საბჭოს მიერ დასახელებულ და საქართველოს მიერ განსახორციელებელ რეფორმას - დეოლიგარქიზაციას ასახელებენ.