შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, თეა ახვლედიანმა კარლ ჰარცელს შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის მიმდინარეობა, განახლებული პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო.