სულიკო ჟღენტის შემოქმედება გაიხსენეს

23 ივნისი 2022, 18:38 972 ნახვა

ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში , ქართველი კინოდრამატურგის სულიკო ჟღენტის 97 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ ოლიკო ჟღენტთან  შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაზე  ისაუბრეს სულიკო ჟღენტის შემოქმედებასა და ღვაწლზე. სულიკო ჟღენტი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა.  კინოდრამატურგს საუკეთესო სცენარების შექმნისათვის  მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია, ღირსები ორდენი ,  საპატიო მოქალაქის წოდება.  ბათუმში მალე სულიკო ჟღენტის ქართული კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი