ბათუმში ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრის შენობის ადგილზე თანამედროვე კლინიკა აშენდება. გადაწყვეტილება კლინიკის გაფართოებისა და მოქალაქეებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით იქნა მიღებული.
შენარჩუნებული იქნება პროფილი, დაემატება მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები.
შენობის პროექტირებისას გათვალისწინებულ იქნა ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჭანიშვილის რეკომენდაცია და ახალ შენობას ძველის იერ-სახე შეუნარჩუნდება.