ქუთაისში მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა

22 ივნისი 2022, 23:21 9098 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე  ქუჩა დაზარალდა. დაიტბორა კოლხეთის და ვარლამიშვილის ქუჩები.  

ვარლამიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებზე წყალი შევიდა.

განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს რომ ღამის გასათევი არ აქვთ. 

კალაპოტიდან გადმოვიდა ასევე მდინარე წყალწითელა. დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ასევე დატბორილია ქუთაისი ორპირის დამაკავშირებელი გზაც.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი