ალილოს ტრადიციული მსვლელობა ქობულეთშიც გაიმართა, წირვის შემდეგ მრევლი უფლის ამაღლების, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და წმიდა კირიონის სახელობის ეკლესიებიდან ქალაქის ქუჩებში საშობაო გალობით დაიძრა. მორწმუნეებმა საშობაო საჩუქრები და ტკბილეული შეაგროვეს, რომლებსაც მოგვიანებით შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგებენ. ანსამბლ ქობულეთის საშობაო სიმღერის ფონზე ალილოს მონაწილეებს შობა, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამაც მიულოცა.