ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს - წერია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
''შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში'' - წერს საელჩო.
განცხადებას თან ახლავს 20 ივნისის აქციის ''შინ ევროპისკენ'' ფოტო.