მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან - ნედ პრაისი

22 ივნისი 2022, 10:04 701 ნახვა

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ გააძლიეროს მათი დემოკრატიული ინსტიტუტები.

„ აშშ ამ სამივე სახელმწიფოსთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს მათ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, დაეხმარონ მათ კონტროლისა და ბალანსის სისტემის განვითარებაში, ევროპასა და დასავლეთთან ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას,“- განაცხადა პრაისმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი