გიგი უგულავა თავისუფალია

07 იანვარი 2017, 00:00 2554 ნახვა

გიგი უგულავა, პარტიის წევრებს უკვე შეხვდა, ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრასაც გეგმავს. თბილისის ყოფილმა მერმა  სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა, ე. წ. მატროსოვის ციხესთან ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის ჯგუფის“ საქმეზე დედაქალაქის ყოფილ მერს სასჯელი შეუმცირა და საბოლოოდ 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პატიმრობის ვადის ათვლა კი  2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი