დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”

07 იანვარი 2017, 00:00 2395 ნახვა

“საქმე გვაქვს პარტიისთვის ზიანის მიყენების აშკარა მცდელობასთან” -  ასე გამოეხმაურა სერგო რატიანის ინიციატივას მიხეილ სააკაშვილი. ყოფილი პრეზიდენტი  წერს, რომ ყრილობამდე რამდენიმე დღით ადრე აღმასრულებელი მდივანი საპარლამენტო სიიდან სააკაშვილის თანაგუნდელების ამოღებას ითხოვს. "ეს პირდაპირი შეურაცხყოფაა ჩვენი მრავალრიცხოვანი ამომრჩევლის და ძალიან ჰგავს ივანიშვილის სცენარის განხორციელებას. ივანიშვილის მთავარი მიზანია ჩემი ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან. სამწუხაროა, რომ ეს კეთდება ჩვენი ყოფილი თანამოაზრეების მცირე ჯგუფის ხელით, დაჩქარებულად 20 იანვრის ყრილობის წინ.” -  წერს სააკაშვილი.ნაციონალურ მოძროაბაში დაპირისპირება გრძელდება, სერგო რატიანმა ცენსკოს მიმართა საარჩევნო სიიდან 6 პირის ამოღების მოთხოვნით. 

ამავე კატეგორიაში