კატარში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი კატარის ემირს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს, მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა.
შეხვედრაზე მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის განვითარებისთვის.