ქუთაისში სათვალეების მაღაზია გაქურდეს

21 ივნისი 2022, 13:08 1223 ნახვა

ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, სათვალეების მაღაზია გაქურდეს. უცნობი პირები დაწესებულებაში გამთენიისას შევიდნენ და თანხა მოიპარეს.

არსებული ინფორმაციით, მძარცველბი არასრულწლოვნები არიან. მათ სიგნალიზაციის ჩართვისთანავე მაღაზია თანხასთან ერთად დატოვეს.

ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. პირველადი ინფორმაციით, 600 ლარზე მეტია წაღებული. მაღაზიაში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი