ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა ბსუ-ში

20 ივნისი 2022, 14:20 899 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ვარლამ ჩერქეზიშვილის 175 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის საგამოფენო  სივრცეში ემიგრანტის განვლილი ცხოვრების,  საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობის ამსახველი ფოტო - მასალა იყო წარმოდგენილი.

ორგანიზატორების განცხადებით,1921 წლიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნილი ქართველი პატრიოტის სახელი, მისი დამსახურებები სამშობლოს წინაშე ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობია, ამიტომ გამოფენის მიზანი საზოგადოებაში მისი ცნობადობის ამაღლებაა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში