როგორია საქართველოს ევროპული პერსპექტივა. 17 ივნისის მოლოდინი არ გამართლდა, თუმცა გარკვეული შანსი წლის ბოლომდე მაინც რჩება, ოღონდ ახლა შემუშავებულ დასკვნაში მკაცრი დათქმებია, რომლებიც წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს.
ოპოზიცია უარში ხელისუფლების ბრალს ხედავს და დათქმების შესრულებას გამორიცხავს. თავად ხელისუფლება აღნიშნავს, რომ პირობების შესრულება შესაძლებელია მითუმეტეს, რომ მათი ნაწილი ისედაც სრულდებოდა, თუმცა ოპოზიციის ხელშემშლელ როლს უსვამენ ხაზს.
მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუს ამ დათქმების გარეშეც, საბოლოო პასუხი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შედეგად გამოჩნდება.