საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი. იგი საქართველოში შეხვდა ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
კარენ დონფრიდმა ინტერნეტგამოცემა ''ნეტგაზეთთან'' მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საქართველო, აშშ-ის ურთიერთობებზე, რუსულ აგრესიაზე, დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს მისწრაფებაზე ევროკავშირსა და ნატოში.
დონფრიდის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მომხრეა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე, რაც ფანტასტიური რიცხვია და მისი თქმით საქართველოს აუცილებლად ვიხილავთ ამ ორგანიზაციებში.
ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჩასატარებელია კონკრეტული ღონისძიებები, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს.