ქობულეთში მიმდინარე წელს 5 საბავშვო ბაღი აშენდება, 20 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

18 ივნისი 2022, 11:39 1126 ნახვა

სოფელ ლეღვაში 105 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.  პროექტის ფარგლებში მოეწყობა - ატრაქციონები, დაიგება დეკორატიული ფილები, დამონტაჟდება გარე განათება, საპარკე სკამები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

ბაღის მშენებლობისთვის 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.  სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ქობულეთის მერთან ერთად გაეცნო.

ასევე დაათვალიერეს სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახლად აშენებული სპორტული დარბაზი.

2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში, 20 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება. მიმდინარებს 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი