რა უნდა გააკეთოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

17 ივნისი 2022, 20:07 969 ნახვა

ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს პირობების შესრულების შემდეგ მიანიჭებს. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ აუცილებლობაა გადაიჭრას პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა.

აქვე ნათქვამია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორუფციასთან საბრძოლველად, ჯერ კიდევ მეტია გასაკეთებელი ანტიკორუფციული პროცესებისა და მათი ეფექტურობის გასაძლიერებლად. 

საქართველო კი არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში