ევროპული პერსპექტივა დათქმებით

17 ივნისი 2022, 20:09 913 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციაზე პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციას აკისრებს. 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი. ქვეყანამ კი ფარხმალი არ უნდა დაყაროს, რადგან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა, პირობა, რომელიც აქამდე არავის მოუცია. ევროკავშირის ელჩმა კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომისიის რეკომენდაციაა, საქართველო იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკომისიამ დღეს საქართველოს გამოუცხადა თანხმობა და ეს ისტორიული მომენტია. პარალელურად ამ წუთებში პარლამენთან აქცია იმართება.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში