რატომ ერიცხება ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრს მილიონობით რუბლი რუსეთიდან? 

16 ივნისი 2022, 20:10 1005 ნახვა

თანხები მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან - ელენე ხოშტარიას რუსული შემოსავალი, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა“ გაავრცელა და ამ ფულით ბათუმში ნაყიდი ბინის დასადასტურებლად საჯარო რეესტრის ამონაწერი გამოაქვეყნა- დღის ერთ-ერთი პოლიტიკური თემაა.

ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული.

ამის პარალელურად დღეს მედიაში აქტიური იყო კადრები, როდესაც გასულ წელს ოპოზიციონერმა ლიდერმა დაგმო ქართველი ხელოვანების მოსკოვში ვიზიტი და განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს ოკუპაცია არ ადარდებთ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში