კარლ ჰარცელი ევროპის მოედანზე დღეს დაგეგმილ აქციას დაესწრება 

16 ივნისი 2022, 12:21 831 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მონაწილეობას მიიღებს შეკრებაში, რომელიც დღეს, ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მოწვევით გაიმართება.

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებული, ევროპული კურსის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე დღეს, 19:00 საათზე შეიკრიბებიან.

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, ერთად აჩვენონ ევროპას, რომ საქართველოს სურს ევროპა.

ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ასევე აქციას დაესწრება საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი