"ნაციონალური მოძრაობა " ბათუმის მერიას კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის განცხადებით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მდებარე #33 ბაღში სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე დღეა გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო შეჩერებულია.
დაზიანებულია იატაკი, ჭერი, წყალი დგას ბაღის სარდაფში. ლაშა კილაბერია განმარტავს, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რადგან ბაღი დაახლოებით 5 წლის წინ აშენდა, რაზეც 2 მილიონი დაიხარჯა. ოპოზიცია საქმის გამოძიებას და შესაბამისი უწყებებს მხრიდან დროულ რეაგირებას ითხოვს.
რომელ ბაღებში გადანაწილდა 300-მდე აღსაზრდელი და როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები აღნიშნულ ბაღი? - საკითხთან დაკავშირებით ბაღების გაერთიანებიდან და მერის კეთილმოწყობის სამსახურიდან კომენტარს ველოდებით.