ხელისუფლება პრეზიდენტს კრიტიკითვე პასუხობს

15 ივნისი 2022, 20:06 1176 ნახვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტს შეახსენა რომ თბილისიდან 40 კილომეტრში, არა NATO-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას და საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ხვალ დაანონსებულ აქცია, რომელიც ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობის საგანია.

როგორც სახელისუფლებო პარტიაში განმარტეს, ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85 პროცენტი უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი აქცია დააკნინებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების სხვა ნაწილს, ოპოზიცია პრეზიდენტს განცხადების იმ ნაწილში აკრიტიკებს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ეხება და ამ კუთხით პრეტენზიები აქვს ხელისუფლებასთან. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში