საქართველოს ევროპული ინტეგრაციიის გზაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ დანიის სახელმწიფო ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველოს მხარდამჭერი იქნება და ევროკავშირის გადაწყვეტილებაც იქნება პოზიტიური.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს ის სოლიდარობა რომელსაც სამივე ქვეყნის მოსახლეობა მოელის.