წყლის პრობლემა ხელვაჩაურის სოფლებში - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

13 ივნისი 2022, 17:35 1065 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობაში“ კორუფციაზე საუბრობენ გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.  საქმე ეხება  სოფელ ზანაქიძეებში ჭაბურღილისა და წყლის სისტემის  მშენებლობას.

ოპოზიციის განცხადებით, წყლის სისტემის მშენებლობა 2020 წელს  დაიწყო, იგი დაიქსელა, ბიუჯეტიდან 256 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა  სატეხიის და ზანაქიძეების მოსახლეობას  წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება. მიშა ბოლქვაძე ჭაბურღილისა და წყლის სისტემის  კორუფციული გზით მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებით  საუბრობს და  ამბობს, რომ პროექტი აუდიტის დასკვნაშიც მოხვდა, თუმცა რეაგირება არ  მოჰყოლია. მოქმედი მერის ზაზა დიასამიძე  კომენტარს მოგვიანებით დაგვპირდა.

ყოფილი მერი კი სიტყვიერად განმარტავს, რომ სამუშაოების ჩატარების შემდეგ საკმარისი წყალი არ აღმოჩნდა.   ჯუმბერ ვარდმანიძის  თქმით  მიზეზს გამოძიება დაადგენს.

მოქმედი მერი კი ამბობს, რომ მუშაობენ აღნიშნული ჭაბურღილის ალტერნატიულით შეცვლაზე, თუმცა მისთვის უცნობია, რატომ გამოვიდა მწყობრიდან წყლის სისტემა ექსპლუატაციიდან 10 თვეში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში