ენმ ბათუმის მერს საკრებულოს სხდომაზე იბარებს

13 ივნისი 2022, 14:52 837 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' საკრებულოში ბათუმის მერის საქმიანობის ანგარიშით წარდგენას ითხოვს.

რეზო ხარაზის თქმით, რამდენიმე  საკითხზე აქვთ კითხვები, მათ შორის ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების, გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობისა და  ავარიული სახლების პროგრამასთან დაკავშირებით.  

საკრებულოს სხდომა ბათუმში 17 ივნისს ჩაინიშნა, მივა თუ არა ქალაქის მერი სხდომაზე არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ იგი არის ხალხის არჩეული მერი, ანგარიშვალდებულია ბათუმელების წინაშე და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი