ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

13 ივნისი 2022, 14:34 1403 ნახვა

ბათუმში, ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს ‘ზაფხულის ფესტივალი“-ით გაიხსნება. უცვლელია სლოგანი: „ზაფხული იწყება აქ“.  ღონისძიებები 12 სთ-ზე ფრანების შოუთი დაიწყება, გაგრძელდება ავიაშოუთი, იქნება მაშველების დაჯილდოვების ცერემონია.

ახალგაზრდების შესრულებით კონცერტი 14 საათზე ბულვარის კოლონადებთან გაიმართება. 18 საათზე კი ანბანის კოშკთან გალა კონცერტი ჩატარდება. ინდივიდუალურ შემსრულებლებთან ერთად   მუსიკალური ჯგუფები და ბენდებია მოწვეული. კონცერტის დასრულების შემდეგ მუსიკალურ პროგრამას რამდენიმე დიჯეი გვიან ღამემდე გააგრძელებს.

„ზაფხულის ფესტივალი“ რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და რამდენიმე უწყების ორგანიზებით გაიმართება, რისთვისაც  238 ათასი ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი