სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი გაეზარდა

06 იანვარი 2017, 00:00 2182 ნახვა

ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი გაიზარდა. შესაბამისი დადგენილება ქალაქის საკრებულომ 29 დეკემბერს დაამტკიცა. ახალი განაკვეთით, სამორინეს ერთ მაგიდაზე კვარტალური გადასახადი 18-ს ნაცვლად  24 ათასი ლარით, ხოლო ერთ სათამაშო აპარატზე 2-ის ნაცვლად 2 600 ლარით განისაზღვრა. მოსაკრებელი გაიზარდა სისტემურ-ელექტრონულად ორგანიზებულ აზარტულ თამაშებზეც. კერძოდ, ამ შემთხვევაში კვარტალური გადასახადი 10-ის ნაცვლად 250 ათასი ლარია. საკრებულოს წარმომადგენლების განცხადებით, ცვლილებები კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა და თვითმმართველმა ორგანომ გაზრდილი მოსაკრებლის მინიმალური ზღვრები დაადგინა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი