პროტესტი რექტორის კაბინეტიდან გრძელდება

11 ივნისი 2022, 17:45 1679 ნახვა
00:00
00:00

სტუდენტების პროტესტი რექტორის კაბინეტიდან გრძელდება. უცვლელია მოთხოვნებიც - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინ გამოცდების ჩატარებას, საერთო საცხოვრებლის მშენებლობას, რექტორის გადადგომას და ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვენ.

მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტის გამო ბოდიშს იხდის და ძალადობას ემიჯნება.

''ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის'' - ნათქვამია მათ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი